შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გიორგი ისაკის ძე ჩხუბიანაშვილი![]()
ბიოგრაფიაგიორგი ჩხუბიანაშვილი დაიბადა 1872 წლის 4 ოქტომბერს თელავის მაზრის სოფელ რუისპირში უღარიბესი გლეხის ოჯახში. უსასხსრობის გამო სკოლაში არ უსწავლია. იყო თვითგანვითარებული საზოგადო მოღვაწე. 1912 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. 1916 წელს საზოგადოებას შესწირა სოლიდური თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა თელავის წიგნსაცავს და უღარიბეს გლეხთა შვილების სწავლის გადასახადისაგან გათავისუფლებას. ეხმარებოდა უპატრონო ბავშვებს, ღარიბ-ღატაკთ და ბევრ მათგანს საკუთარი ხარჯით ზრდიდა. გიორგი ჩხუბიანაშვილის ქველმოქმედების ჩამონათვალი უსასრულოა: ფშავ-ხევსურეთს ყოველ წელს თავის ხარჯით უწერდა ჟურნალ-გაზეთებს, თელავის სოფლებში წყაროების გამოყვანას ნივთიერად ეხმარებოდა, თელავის ციხეში პატიმრებისთვის თავისი ხარჯით გამოიყვანა წყარო, სოლიდური თანხა გადაურიცხა მიწისძვრისაგან დაზარალებულ გორს, თელავში სპარტაკელთათვის ააგო სახლი, თელავის მაზრის სკოლების შეკეთებას ყოველწლიურად ნივთიერად ეხმარებოდა, თელავის ცხრაწლედში თავისი ხარჯით გაიყვანა ელექტროენერგია, წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო კურსების დაარსების საქმეში პირველმა გადადგა ნაბიჯი და სოლიდური თანხაც შესწირა, მინდვრად მომუშავე მწყემსებისთვის საზაფხულო სკოლის გახსნის ინიციატივით გამოვიდა და მასწავლებელთა ჯამაგირისა და სახელმძღვანელოების შეძენისათვის პირველმა შესთავაზა თავისი წვლილი. გიორგი ჩხუბიანაშვილმა თბილისში გახსნა სასტუმრო „მასისი“, რომლის შემოსავლის 20% თელავის სახალხო სახლის და უპატრონო ბავშვთათვის თავშესაფრის აგებისათვის გადადო. 1925 წელს გახლდათ თელავის სახალხო სახლის (თეატრის) სააღმშენებლო კომიტეტის წევრი და ეკონომიურადაც ეხმარებოდა. აქტიური წევრი იყო „რემიდასის“, „მუშათა მეგობრის“ და სხვა კულტურული საზოგადოებებისა. გიორგი ჩხუბიანაშვილს, როგორც უშვილო და მუყაით მშრომელ კაცს, თავისი ცხოვრების მიზნად მშობელი ხალხის სამსახური ჰქონდა დასახული, „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“ და სხვებსაც ამ გზით სიარულისკენ მოუწოდებდა. გიორგი ჩხუბიანაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, 1930-იან წლებში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |