შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
იოსებ დავითის ძე ცისკარიშვილი![]()
ბიოგრაფიაიოსებ ცისკარიშვილი დაიბადა 1864 წელს თელავში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. იოსებ ცისკარიშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა სოფელ ანაგაში, თბილისის ალექსანდრეს სახელობის ინსტიტუტში. პერიოდულ გამოცემებში ფსევდონიმებით აქვეყნებდა პუბლიკაციებს სხვადასხვა თემებზე, მოთხრობებსა და თარგმანებს. 1886 წლიდან იოსებ ცისკარიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სიღნაღის განყოფილების წევრი. გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, იგი სახელმწიფო სამსახურშიც საქმიანობდა. გარკვეული პერიოდი რკინიგზის სადგურის უფროსი იყო. ბოლოს თიანეთის მაზრის უფროსის სამმართველოში საქმეთა მმართველად მუშაობდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო თიანეთის დეპოს დაარსებაში. იოსებ ცისკარიშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 23 აგვისტოს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |