შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
პლატონ ლავრენტის ძე ცქიტიშვილი![]()
ბიოგრაფიაპლატონ ცქიტიშვილი დაიბადა 1875 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში. 1900 წელს ქუთაისის ქუთაისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, რომელიც 1912 წელს დაამთავრა. 1900-1904 წლებში ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო 1904-1907 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1907-1912 წლებში პლატონ ცქიტიშვილი ხარკოვის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებელია. 1913-1917 წლებში კვლავ ქუთაისში ბრუნდება და ქუთაისის გიმნაზიაში საღვთო სჯულს ასწავლიდა და 1921 წლამდე პედაგოგობდა. 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ნოე ჟორდანიას მოწოდების მიუხედავად, პატრიარქმა ლეონიდემ უარი განაცხადა სიონის ტაძრისა და მცხეთის სცეტიცხოვლის საგანძურის ემიგრაციაში წაღებაზე. საგანძურის დასავლეთ საქართველოში დამარხვა მიტროპოლიტ ნაზარს დაევალა. განძეულობის დამალვაში ასევე მონაწილეობდნენ ეპისკოპოსი დავითი (ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე), არქიმანდრიტი პავლე და მღვდელი პლატონ ცქიტიშვილი. განძეულობა დამარხეს ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე სამიტროპოლიტო რეზიდენციის ეზოში. 1923 წელს ბოლშევიკებმა განძს მიაგნეს და მონაწილე სასულიერო პირები დააპატიმრეს. განძის ადგილსამყოფელი ხელისუფლებას პლატონ ცქიტიშვილმა გაანდო. ჩეკისტებმა შეცდომაში შეიყვანეს ვითომ უკვე ყველაფერი იცოდნენ და წამოაცდენინეს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921-1930 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა. ასწავლიდა ბარისახოს სკოლაში. 1931-1935 წლეებში თბილისის რკინიგზის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო 1935-1947 წლებში ისევ საერო სამსახურში საქმიანობდა. 1947-1953 წლებში გახლდათ იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მდივანი. პლატონ ცქიტიშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |