Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი![]()
Biographyნესტორ წერეთელი დაიბადა 1829 წელს დიმიტრი წერეთელისა და მაკრინე ნიჟარაძის ოჯახში. მამა ძალიან პატარას გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე. ნესტორ წერეთელი გახლდათ კავკასიის ომების, ყირიმისა და რუსეთ-თურქეთის ომების მონაწილე და 1865 წლიდან ირიცხებოდა იმპერატორის ამალაში. 1861-1867 წლებში ნესტორ წერეთელი არჩეული იყო ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი (მარშალი). 1869 წელს გენერალ-მაიორის ხარისხი მიიღო. 1877-1883 წლებში ნესტორ წერეთელი მეორედ იქნა არჩეული ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლად. 1879 წლიდან ნესტორ წერეთელი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში 1881 წელს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიიღო და გახლდათ იმპერატორის ფლიგელ-ადიუტანტი. ნესტორ წერეთელი დაქორწინებული იყო პელაგია ქაიხოსროს ასულ გურიელზე. იგი გახლდათ აკაკი წერეთლის ბიძა. ნესტორ წერეთელი გარდაიცვალა 1883 წლის 10 ნოემბერს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |