The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მარიამ გიორგის ასული წინამძღვრიშვილი

მარიამ გიორგის ასული წინამძღვრიშვილი
ოფიციალური სახელი:მარიამ გიორგის ასული ჭონიშვილი
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1862
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 1920  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ცხინვალი
კატეგორია:მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   მარიამ ჭონიშვილი დაიბადა 1862 წელს ცხინვალში.

   მარიამი სამშობლოს მოყვარული და ქველმოქმედი ქალბატონი ბრძანდებოდა. 1897 წლის 3 აპრილის „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა განცხადება, სადაც მას მადლობას უხდიდნენ სოფელ ხოვლეს ბიბლიოთეკის დახმარებისთვის. მარიამმა თავისი ხარჯით, უსასყიდლოდ გადასცა სოფლის სამკითხველოს წიგნები.

   1902 წლიდან სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. იგი თავისი დროის კვალობაზე განათლებული ქალი გახლდათ. გაზეთ „ივერიასა“ და ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ მოთხრობებსა და წერილებს აქვეყნებდა.

   1915 წლიდან აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი გახლდათ „ცხინვალის ქალთა წრის“, „გორის ქალთა წრის“ და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მუდმივი წევრი. მარიამი გაერთიანებული იყო თბილისის ქართველ ქალთა საზოგადოებაშიც და ჩართული იყო მათ საქმიანობაში.

   მარიამ წინამძღვრიშვილის შვილები იყვნენ მწერალი ალექსანდრე წინამძღვრიშვილი და ცნობილი კარდიოლოგი,  ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ფუძემდებელი, პროფესორი მიხეილ წინამძღვრიშვილი.

     მარიამი გარდაიცვალა 1920 წლის 9 სექტემბერს და დაკრძალულია ცხინვალში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: