The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



პლატონ გიორგის ძე წულუკიძე

პლატონ გიორგის ძე წულუკიძე
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1957  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   პლატონ წულუკიძე დაიბადა 1873 წელს რაჭის სოფელ ბუგეულში.

   პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო და სწავლა გააგრძელა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც 1893 წელს დაამთავრა და ნახჭევანის სამოქალაქო სკოლაში მასწავლებლად გააგზავნეს.

    1894 წელს პლატონმა ქუთაისის გუბერნიის სათავადაზნაურო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.

    1898 წელს პლატონ წულუკიძე ბათუმის სკოლის პედაგოგი იყო, მაგრამ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის გადაწყვეტილებით იგი მალევე სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაიყვანეს.

    1898 წლის 21 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა პლატონ წულუკიძის წერილი „ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საყურადღებოდ“.

     1899 წლის მარტში სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლებმა "წერა-კითხვის საზოგადოებას" წერილით მიმართეს, რომ სკოლაში ორი თვის განმავლობაში პედაგოგიური კრება არ ჩატარებულაო და მოითხოვდნენ რამდენიმე პედაგოგის, მათ შორის პლატონ წულუკიძის განთავისუფლებას, რასაც არ დაეთანხმა იაკობ გოგებაშვილი. რამდენიმე თვის შემდეგ გამგეობის სხდომაზე კვლავ განახლდა პლატონ წულუკიძის მიმართ უკმაყოფილება და დავით ბაქრაძემ იგი სამსახურიდან გაათავისუფლა, რაზეც ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა საზოგადოებას გაუგზავნა წერილი, სადაც თხოულობდა წულუკიძის გათავისუფლების მიზეზს.

   1900-1917 წლებში პლატონ წულუკიძე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში და ქალთა საშუალო სასწავლებელში ასწავლიდა.

   1951 წლამდე ქუთაისის 26-ე რუსული საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა. მას ეკუთვნის მთელი რიგი სტატიები სწავლა-აღზრდის, უმთავრესად კი რუსული ენის სწავლების მეთოდიკის საკითხებზე. მასვე აქვს შედგენილი არითმეტიკის სახელმძღვანელოები საშუალო სკოლის კლასებისათვის და რუსული ენის სახელმძღვანელო „Новый мир“ ქართული სკოლის მოსწავლეთათვის. სახალხო განათლების კომისარიატის დავალებით შეადგინა სახელმძღვანელო "Русское слово" მე-3 კლასის მოსწავლეთათვის.

    სიცოცხლის ბოლო წლებში პლატონ წულუკიძე ქუთაისის ქალთა პირველი საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. მან თავის საყვარელ საქმეს სიცოცხლის 56 წელი ემსახურა. იგი ქუთაისის გიმნაზიაში ვლადიმერ მაიაკოვსკის პედაგოგი იყო.

   პლატონ წულუკიძის მეუღლე გახლდათ ნადია თომას ასული წულუკიძისა.

   პლატონ წულუკიძე გარდაიცვალა 1967 წელს და დაკრძალულია ქუთაისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - ლენინის ორდენი
    სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: