The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ტარიელის ძე ლორის–მელიქოვი (გრაფი)

მიხეილ ტარიელის ძე ლორის–მელიქოვი
Date of birth:31 October, 1824
Date of death:12 December, 1888  (at 64 years)
Burial location:თბილისი, ვანქის სომხური საკათედრო ტაძრის ეზო (დანგრეულია)
Category:Public official, Public Figure, Military Person

Biography

   მიხეილ ლორის-მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი) დაიბადა 1824 წლის 31 ოქტომბერს (ძვ.სტ. 19 ოქტომბერი) თბილისში, სომხური წარმომავლობის ქართული ფეოდალური საგვარეულოს ლორის-მელიქიშვილების ოჯახში. მამა გახლდათ ტარიელ ზურაბის ძე ლორის მელიქიშვილი, დედა - ეკატერინე ახვერდაშვილი. ლორის მელიქები ქართულ ფეოდალურ იერარქიაში სამეფო აზნაურის ტიტულით სარგებლობდნენ.

    მიხეილმა სწავლა 1836 წელს მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში დაიწყო. პროპორშჩიკთა სკოლაში აღზრდილმა სამხედრო კარიერას 1840-იანი წლებიდან შეუდგა.

    1847 წლიდან კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის დროს, მთიელთა წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა, 1854-1856 წლებში  ვ.ო. ბებუთაშვილისა და ნ.ნ. გუთავიევის ლაშქრობებში. ყარსის ჩამორთმევისთანავე ყარსის მეციხოვნედ და მისი ოლქის უფროსად დაინიშნა, 1863-1875 წლებში თერგის ოლქის უფროსი იყო, სადაც სამოქალაქო წესწყობილების განმტკიცებას უწყობდა ხელს, 1876-1877 წლებში – მცირე აზიაში გალაშქრებულ ჯარს სარდლობდა, რომლის დროსაც, რუსის ჯარებმა მისი სარდლობით მრავალი ოლქი დაიპყრეს, რისთვისაც მიენიჭა გრაფის წოდება.

    1875 წელს კავალერიის გენერლის ჩინი მიანიჭეს, ხოლო 1878 წლიდან გენერალ-ადიუტანტის.

    მიხეილ ლორის-მელიქოვი სამხედრო კარიერასთან ერთად, წარმატებულ სამოქალაქო მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი გახლდათ რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. იყო თერგის ოლქის უფროსი, ხარკოვის ოლქის გენერალ გუბერნატორი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1880-1881 წლებში უმაღლესი კომისიის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მიხეილ ლორის-მელიქოვი გარდა სამხედრო საქმისა, ჩაბმული იყო ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. როგორც სცენისმოყვარე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა გიორგი ერისთავის თაოსნობით შექმნილ ქართულ თეატრში.

    1879 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რომლის წესდების დამტკიცებასაც დიდად შეუწყო ხელი.

    მიხეილ ლორის-მელიქოვი გარდაიცვალა 1888 წლის 12 დეკემბერს (ძვ.სტ. 24 დეკემბერს) საფრანგეთის ქალაქ ნიცაში და დაკრძალულია თბილისში,  ვანქის სომხური საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრის ეზოში (ამჟამად დანგრეულია).

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Awards and Honors

  • 1881 - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი
  • 1879 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1877 - წმინდა ვლადიმირის I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1877 - წმინდა გიორგის II ხარისხის ორდენი
  • 1877 - წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
  • 1865 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1861 - წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1860 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1859 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1855 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1854 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი (ბაბთით)
  • 1852 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1850 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1848 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:სანკტ–პეტერბურგი

Share: