ძიება
საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.
|
დავით ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი: | 1866 (159 წლის) |
გარდაცვ. თარიღი: | 19?? |
კატეგორია: | ექიმი |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფელ ზეინდარში (ვანის რაიონი). 1894 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ფტიზიატრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ლაილაშში სოფლის ექიმად, სოფელ ბაღდადში საავადმყოფოს გამგედ, თბილისის რევოლუციამდე ჯანმთელობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, თბილისის ქალაქის პირველი საავადმყოფოს უფროს ორდინატორად, ქუთაისში ექიმ-ფტიზიატრად, პატარა ცემში სანატორიუმის დირექტორად, კურორტ წყალტუბოს დირექტორად და სხვა.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)
|