შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ვალერიან მანუჩარის ძე ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიავალერიან ლორთქიფანიძე დაიბადა 1877 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ მიაბარეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომლის დამთავრებისთანავე რუსეთში გაემგზავრა და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში დიდი ინტერესი გამოიჩინა შინაგან სნეულებათა დისციპლინებისადმი. 1904 წელს წარჩინებით დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტი და სამხედრო ნაწილში ექიმად გაანაწილეს. ამის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა ჯერ სოფელ აბაშაში, შემდეგ თავის მშობლიურ სოფელ ჯიხაიშში, სადაც ნიკო ნიკოლაძის თანადგომით გახსნა ამბულატორია "ქსენონი". 1908 წლიდან ქუთაისის თვითმმართველობაში სანიტარულ ექიმად იწყებს მუშაობას და დაეკისრა ქალაქში გავრცელებული ქოლერიის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია. განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში არა მარტო ქუთაისში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში. 1914 წელს ვალერიან ლორთქიფანიძე მოქმედ არმიაში სამხედრო ექიმად გაიწვიეს და მთელი ომის განმავლობაში ოსმალეთის ფრონტზე იმყოფებოდა. ომის დამთავრების შემდეგ ქუთაისში ბრუნდება და ექიმად იწყებს მუშაობას. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის სანიტარული ინსპექტორი, ქალაქის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სექტორის გამგე, წითელი ჯვრის ტროპიკული სადგურის გამგე. ვალერიან ლორთქიფანიძე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიას. 1913 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი, ბავშვთა მზრუნველობის საზოგადოების გამგეობის წევრი, 1912–1914 წლებში ქუთაისის ექიმთა საზოგადოების მდივანი, 1923 წლიდან ამ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო შემდეგ თავმჯდომარე. 1927–1935 წლებში საქართველოს წითელი ჯვრის ცენტრალური კომიტეტის წევრი. მრავალჯერ იყო არჩეული ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად. ვალერიან ლორთქიფანიძეს ეკუთვნის პოპულარული ხასიათის ნაშრომები: "წყალსატევები და მათი ანოფელოგენური მნიშვნელობა", "ხელოვნური წყალსატევები", "მორწყვის სისტემა", "კოღოებთან ბრძოლა", "ავადობის დინამიკა" და სხვა. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: "გრიპი და მისი პროფილაქტიკა" და "მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა სახალხო საქმეა". ვალერიან ლორთქიფანიძის ღვაწლი ღირსეულადაა დაფასებული. იგი იყო საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი და დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სამი მედლით. ვალერიან ლორთქიფანიძე 76 წლის ასაკში 1963 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |