Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე (ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი)![]()
Biographyსიმონ ლორთქიფანიძე დაიბადა 1854 წელს სოფელ გოჩა–ჯიხაიშში. 1882 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სპეციალობით იყო თერაპევტი, სამხედრო ექიმი. სიმონ ლორთქიფანიძე სტუდენტობის დროიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დროება"–სთან. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის ქალაქის ამბულატორიის ექიმად. გახლდათ ქუთაისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1901 წელს სიმონი აირჩიეს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლად, ამავე წელს ებოძა უმაღლესი კარის კამერჰერობა. ჰყავდა მეუღლე იუსტინა ივანეს ასული პოსტნიკოვა. სიმონ ლორთქიფანიძის ძმა, ანტონ ლორთქიფანიძე გახლდათ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის დამაარსებელი. 1903 წლიდან სიმონი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. სიმონ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1941 წელს და დაკრძალულია ქალაქ ქუთაისში. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |