The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი

ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი
დაბადების თარიღი:1870
გარდაცვ. თარიღი:1922  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

     ნიკიფორე მამინაიშვილი მეუღლესთან პელაგია მამინაიშვილთან ერთად მოღვაწეობდა თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში. მათი აღზრდილები იყვნენ: ელენე ახვლედიანი, ლილი ღოღობერიძე (ლანა ღოღობერიძის მამიდა), ხახე ანდრონიკაშვილი, თამარ მამულაიშვილი...

    ნიკიფორე მამინაიშვილი გახლდათ თელავის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი, ხოლო შემდეგ წმინდა ნინოს გიმნაზიის დირექტორი. ოჯახის თბილისში გადმოსვლის შემდეგ ნიკიფორე იყო სათავადაზნაურო გიმნაზიის დირექტორი (თსუ-ს I კოპუსში მდებარე) და ბოლოს 22-ე (39-ე სკოლა) სკოლის დირექტორი გარდაცვალებამდე.

   თელავში მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდა აკაკი წერეთელი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1902-)

გააზიარე: