The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



არსენ ანტონის ძე მამულაშვილი

არსენ ანტონის ძე მამულაშვილი
სხვა სახელი:ლალიონი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1866
გარდაცვ. თარიღი:17 სექტემბერი, 1918  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

   არსენ მამულაიშვილი დაიბადა 1866 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ დვაბზუში ხელმოკლე აზნაურის, ანტონ მამულაიშვილის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა ოთხი შვილის გაზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე. წერა-კითხვა სახლში უფროსმა დამ საშამ შეასწავლა, ხოლო შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში მიაბარეს.

   1883 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ლალიონმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩააბარა.

   1889 წელს ქალაქ შემახის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო იქიდან, მისი სურვილის წინააღმდეგ, 1893 წელს ქალაქ ნახიჩევანში გადაიყვანეს. არსენი ყოველ ზაფხულს ჩადიოდა მშობლიურ სოფელში, სადაც სწავლობდა და აკვირდებოდა გურულების ყოფა-ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს და ეს ყველაფერი შემდეგ მის ნაწარმოებებში აისახა.

   1897 წელს, ავადმყოფობის გამო, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად გადავიდა.

    1900 წელს ივანე გომართელთან ერთად კერძო სკოლა-პანსიონი დააარსა, რომელიც ძირითადას ქართველი მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული და სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ცარიზმის მიერ დევნილი ქართული ენის სწავლებას ჰქონდა დათმობილი . სასწავლებელი 1906 წელს დაიხურა.

   1901 წლიდან არსენ მამულაიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და ჩართული იყო საზოგადოების საქმიანობაში.

   1906 წლიდან ვერის უმაღლესი დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

   არსენ მამულაიშვილის მეუღლე გახლდათ ცნობილი მესტამბის ექვთიმე ხელაძის ქალიშვილი ნინო და ჰყავდათ ერთი ქალიშვილი თამარ მამულაიშვილი.

   არსენ მამულაიშვილი გარდაიცვალა 1918 წლის 17 სექტემბერს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1901-)

გააზიარე: