Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე![]()
Biographyივანე ჭავჭანიძე დაიბადა 1886 წელს ქუთაისის მაზრის დაბა ხონში, შეძლებულ ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ივანე ჭავჭანიძე სტუდენტობის პერიოდიდანვე გაერთიანდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გიმნაზიის მასწავლებლად და კოოპერატიულ დაწესებულებებში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ გამოცემებთან და აქვეყნებდა ბელეტრისტულ და დრამატულ ნაწარმოებებს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჭავჭანიძე ხონის ქალაქის თავად აირჩიეს. 1919 წლის 12 მარტს არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ ივანემ დატოვა სამშობლო, ცხოვრობდა საფრანგეთში და აგრძელებდა პარტიულ ორგნაზაციებში მუშაობას. ივანე ჭავჭანიძე გარდაიცვალა 1946 წლის ივლისში და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |