The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სიო დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი

სიო დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1938  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დრამატურგი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   სიო ჭანტურიშვილი დაიბადა 1884 წლის 2 თებარვალს ოზურგეთის მაზრის სოფელ აცანაში. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო და სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, საიდანაც მე-8 კლასიდან ერევნის გიმნაზიაში გადავიდა.

   1904 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, ხოლო ერთი წლის შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდა, რომელიც 1911 წელს დაამთავრა და იმავე წელს ყუბის მაზრაში გადასახადთა ინსპექტორად დაიწყო მუშაობა, ხოლო შემდეგ ბაქოში სახაზინო პალატის განყოფილების უფროსი ეკონომისტი გახლდათ.

   სიო ჭანტურიშვილი, ბაქოს შემდეგ, თბილისში, ჯერ კურორტთა სამმართველოში, ხოლო შემდეგ "ცეკავშირში" მუშაობდა ეკონომისტის თანამდებობაზე.

  1915 წლიდან სიო ჭანტურიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბაქოს განყოფილების ჯერ გამგეობის წევრი, ხოლო შემდეგ გამგეობის მდივანი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში.

   1918 წელს ქუთაისის გუბერნიის კომისრის ამხანაგის თანამდებობაზე მუშაობდა და იმავე წლის 1 აგვისტოდან საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანცელარიის დირექტორის თანამდებობაზე გადაიყვანეს. ამის შემდეგ ოზურგეთის ერობის თავმჯდომარე გახლდათ.

     სიო ჭანტურიშვილი გახლდათ თავისი დროის ცნობილი დრამატურგი და ქართული დრამის აღორძინების ერთ-ერთი დამწყებთაგანი. მის კალამს ეკუთვნის პიესები: "სული ობოლი", "ბურუსი", "კომელა", "მორევში" და სხვა, რომლებიც წარმატებით იდგმებოდა თბილისის, ბაქოსა და მოსკოვის თეატრების სცენებზე.

   სიო ჭანტურიშვილი დახვრიტეს 1938 წელს.

   სიო ჭანტურიშვილი გახლდათ ლევან ვასაძის დიდი ბაბუა დედის მხრიდან. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის მდივანი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: