The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე

ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე
ოფიციალური სახელი:ეფროსინე იაკობის ასული ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1857  (167 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ეფროსინე ნიკოლაძე დაიბადა 1857 წლის 25 სექტემბერს ქუთაისში, იმ დროში ცნობილი მეწარმის იაკობ ნიკოლაძის ოჯახში. იაკობს ქუთაისში არაერთი წარმოება ჰქონდა და ფოთის პორტით ხშირად შემოჰქონდა სხვადასხვა დანადგარები უცხოეთიდან. მე-19 საუკუნემდე საქართველოში ვაჭრობა ფრიად სათაკილო საქმედ ითვლებოდა. ქართველები თაკილობდნენ და ამ საქმით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული. ეფროსინეს ძმა, ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: “მამაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომელსაც ეს საქმიანობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული… ".

   ეფროსინემ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელი დაამთავრა.

   1884-1885 წლებში ეფროსინემ თავის დებთან, ანასტასიასთან და ეკატერინესთან ერთად ქუთაისში კერძო სკოლა დააარსა.

   1880-იან წლებში, დები ნიკოლაძეები მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისის საზოგადოებრივ-სამწიგნობრო საქმიანობაში. ისინი იმდროინდელი ქუთაისის საზოგადოების ნამდვილი კოლორიტები იყვნენ: ეწეოდნენ ლიტერატურულ საქმიანობას, ძირითადად, თარგმნიდნენ. ატარებდნენ ლიტერატურულ მიძღვნით საღამოებს. როცა აკაკი წერეთელი ქუთაისში ჩადიოდა, თითქმის ყოველთვის სწორედ ნიკოლაძეებში იდებდა ბინას.

   ეფროსინე ნიკოლაძე გახლდათ ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ალექსი ჭიჭინაძის მეუღლე.

   ეფროსინე ჭიჭინაძის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1911-)

გააზიარე: