The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძე

დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:1940  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

    დაიბადა სოფელ ჭოლევში (წყალტუბოს რაიონი). 1894 წელს დაამთავრა პეტერბურგის ექიმ ვაჟინსკის კბილის საექიმო სკოლა. პირველი ცნობილი კბილის ექიმი, თბილისის კბილის ექიმთა საზოგადოების ორგანოზატორი და მისი პირველი თავმჯდომარე (1900-1927), ამიერკავკასიის ოდონტოლოგთა პირველი ყრილობის მოწვევის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1925). მნიშვნელოვანია მის მიერ ნათარგმნი სახელმძღვანელო ოდონტოლოგიაში და შრომა კბილის საექიმო საქმის განვითარების ისტორიის შესახებ საქართველოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის კბილის ექიმთა საზოგადოება, საზოგადოების პირველი თავმჯდომარე (1900-1927)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1903-1911)

გააზიარე: