Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ილია მირიანის ძე ჭყონია![]()
Biographyილია ჭყონია დაიბადა 1860 წლის 16 ივნისს ოზურგეთში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ოზურგეთის მომრიგებელი მოსამართლის მდივნად მუშაობდა. 1877 წლიდან თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან, აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებს, ნარკვევებს და აქვეყნებდა შინაურ მიმოხილვებს. ამავე წლის აგვისტოში გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭყონიას მიერ მოწოდებული სოლომონ მსაჯულის წერილის ასლი სახელწოდებით „მათს ბრწყინვალებას ჩემს მოწყალეს ხელმწიფეს“. 1880 წელს გამოსცა კრებული „სამწერლო თაიგული“. 1885 წელს „დროებაში“ დაიბეჭდა ილია ჭყონიას სტატია - „გურიის ცხოვრებიდან“. 1886 წელს ილია ჭყონიას რედაქტორობით ვახტანგ მეექვსის მიერ სპარსულიდან თარგმნილი „ქილილა და დამანა“ გამოვიდა, რომლის შესახებ ცნობა გაზეთ „ივერიაში გამოქვეყნდა. იგი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. ქართულ ენაზე თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, კრილოვის, ჰაინეს, სენკევიჩის და სხვათა ნაწარმოებები. 1895-1898 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი „მეურნე“ და იქვე დააარსა ქართული სტამბა, სადაც მრავალი წიგნი იბეჭდებოდა. 1910 წელს შეადგინა და პეტერბურგში გამოსცა „სიტყვის კონა“, რომლის წინასიტყვაობა ნიკო მარს ეკუთვნოდა, ხოლო 1913 წელს თხზულებათა კრებული გამოსცა. 1917 წელს ჭყონიას რედაქტორობით თბილისში ახალი გაზეთის - „სიმართლის გზის“ პირველი ნომერი გამოვიდა. 1918 წლის 13 ოქტომბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ილია ჭყონიას წერილები: „საინგილოს გასაჭირი“ და „საქართველოსა და სომხეთის საზღვრები“. ილია ჭყონია გარდაიცვალა 1927 წლის 9 ოქტომბერს თბილისში და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ილია ჭყონიას სამი ლექსი: "მიბაძვა მე-14ფსალმუნისა", "ნეტავი ქვეყნად" და „ხანჯალს ვუძღვნი ერთი ხანჯლისავტორს" დაბეჯდილია გამომცემლობა "ნაკადულის" მიერ 1980 წელს გამოცემულ "ქართული პოეზიის" თხუთმეტ ტომეულის მეთერთმეტე ტომში. Member of Organizations
Bibliography
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |