The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტაშვილი

ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტაშვილი
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1833
გარდაცვ. თარიღი:28 სექტემბერი, 1902  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნორიოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ალექსანდრე მანსვეტაშვილი დაიბადა 1833 წელს თბილისის მაზრის სოფელ ნორიოში დიაკვნის ოჯახში.

   1850-იან წლებში მღვდლად დაასხეს ხელი და ნორიოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 70-იან წლებში თბილისის კადეტთა კორპუსის ეკლესიაში გადაიყვანეს და 80-იან წლებში დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1900 წლის 15 მაისს ენქერი უბოძეს.

   დეკანოზი ალექსანდრე 1902 წლის 28 სექტემბერს თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია ნორიოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1902)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1895 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1890 - წმინდა ანას II ხარსიხის ორდენი
  • 1882 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, გიმნაზია

გააზიარე: