Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილი![]()
Biographyიაკობ მანსვეტაშვილი დაიბადა 1855 წელს თბილისის მაზრის სოფელ ნორიოში მღვდლის ოჯახში. იაკობი სოფლის სკოლაში დადიოდა, რომელიც მღვდელ მამას საკუთარ ხარჯზე ჰქონდა გახსნილი და უსასყიდლოდ, თავად ასწავლიდა ბავშვებს წერა-კითხავს. 8 წლის ასაკში თბილისის სასულიერო სემინაშია მიაბარეს, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ცხვედაძე მემინარიის დამთავრების შემდეგ, იაკობი პეტრებურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა. 1885 წელს მანსვეტაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება სალიტერატურო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1886–1890 წლებში გაზეთ "ივერიის" მუდმივი თანამშრომელი იყო. წერდა ფელეტონებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, პატარა მოთხრობებსა და ნარკვევებს. თანამშრომლობდა ჟურნალ "ჯეჯილსა" და "მოამბეში". იაკობ მანსვეტაშვილი 1887 წლიდან "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი გახლდათ. ხუთი წლის განმავლობაში იაკობს წერა-კითხვის საზოგადოების მდივნის თანამდებობა ეკავა და სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა თბილისში წიგნის პირველი მაღაზია. 1887 წელს იაკობ მანსვეტაშვილს ევალებოდა სოფელი დიდი თონეთის სკოლის შემოწმება. სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იმ დროს იყო ვაჟა ფშაველა. სკოლის შემოწმების შემდეგ მან აღნიშნა: " სასიამოვნო სანახავი იყო ღია, მხიარული, ცოცხალი სახე ყმაწვილებისა, მასწავლებელს თამამად ეპყრობიან, ამასთანავე დისციპლინაც დაცულია, ეტყობა მასწავლებელს შიშით კი არა სიყვარულით მოუნადირებია თავისკენ. ყმაწვილები ფიქრობენ და პასუხსს ისე აძლევენ და არა თუთიყუშებივით დაუზეპირებიათ." 1899 წელს იაკობ მანსვეტაშვილი ბაქოში გაემგზავრა და სათავეში ჩაუდგა საადგილმამულო ბანკის ბაქოს განყოფილებას. 1909 წელს იაკობმა დააფუძნა წერა-კითხვის საზოგადოების ბაქოს განყოფილება და მისი საპატიო წევრი გახლდათ. 1912 წელს საკუთარი ხარჯებით ააშენა სახლი, რომელშიც მოეწყო სკოლა და ქართული თეატრი. ეს სახლი იქცა ბაქოში მცხოვრებ ქართველთა სავანედ. საინტერესოა მიაკობ მანსვეტაშვილის "მოგონებანი", რომელიც დაწერა 1936 წელს და რომელშიც აისახა XIX საუკუნის 70–90 წლების მნიშვნელოვანი ისტორიულ–სოციალური და კულტურულ–ლიტერატურული მოვლენები. ასევე მოხსენიებულია გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები და იმ დროს, საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ავტორმა პირუთვნელად და მოხდენილად დაახასიათა თავისი დროის ბევრი საზოგადო მოღვაწე. აღსანიშნავია ისიც რომ იაკობ მანსვეტაშვილი მსახურობდა, ილია ჭავჭავაძის მიერ, 1912 წელს, დაარსებულ ბანკში. იგი ბაქოში მოღვაწეობისას არაერთ ქართულ საქმეს დასდგომია გვერდით. მანსვეტაშვილი დახმარებას უწევდა გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილს, რომელსაც მისი პირადი ანგარიშიდან ყოველთვიურად 25 მანეთი დაუნიშნა სტიპენდიის სახით. გარდა ამისა, იაკობის თხოვნით ბაქოს ნავთობ მრეწველთა გამგეობისგან, კონსტანტინეს გადაეცა დახმარება, 2000 მანეთის სახით. იაკობ მანსვეტაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 1944 წლის 22 მაისს გარდაიცვალა. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 2016 წელს "იაკობ მანსვეტაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა დავით ცერცვაძემ. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |