შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ვასილ დავითის ძე მაქაცარია![]()
ბიოგრაფიავასილ მაქაცარია დაიბადა 1851 წელს სასულიერო წოდების ოჯახში. დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1870 წელს გურიის სოფელ აჭყვის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1875 წელს აფხაზეთში, სოფელ ჭლოუს მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში გადაიყვანეს. 1881 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ჭლოუს ტაძარში განამწესა. 1887 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1894 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1912 წელს გალის რაიონის სოფელ რეჩხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1913 წელს მოქვის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დაადგინეს. 1914 წელს კამილავკა ეწყალობა. 1914 წლიდან მღვდელი ვასილ მაქაცარია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ოჩამჩირის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში. მღვდელი ვასილის შემდგომი ბედი უცნობია. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |