| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
გრიგოლ (გეგე) გრიგოლის ძე მაღალაშვილი![]()
ბიოგრაფია1868 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. პროფ. ს. ბოტკინის მოწაფე. თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორი, თბილისის ქალაქის ექიმი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის მეგობარი, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების პირველი თავმჯდომარე. 1901 წელს გრიგოლ მაღალაშვილმა მიხეილ გედევანიშვილის კერძო კლინიკაში დაიწყო მუშაობა, ხოლო 1910 წლიდან თერაპევტი გრიგოლ მაღალაშვილი თბილისის კერძო საავადმყოფოში მუშაობდა. 1914 წლიდან გრიგოლ მაღალაშვილი კერძო პრაქტიკას ეწეოდა და პაციენტებს ოლგას ქუჩის №12 სახლში იღებდა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

