The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი

სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი
Date of birth:1807
Date of death:1892  (at 85 years)
Burial location:ზესტაფონი, სოფელი ცხრაწყარო
Category:Public official, Public Figure, Military Person

Biography

   სპირიდონ მაჭავარიანი დაიბადა 1807 წელს შორაპნის მაზრის ცხრაწყაროში.

   სპირიდონმა გორის სასულიერო სემინარია დაამთავრა და სწავლა განაგრძო სამხედრო სასწავლებელში.

   1846-1847 წლებში სპირიდონი საჩხერის მაზრის მსაჯულის თანამდებობაზე მუშაობდა.

   1849 წელს ქუთაისის მაზრის მმართველი გახდა.

   1869 წელს გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო.

   1876 წელს შორაპნის მაზრიდან ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. იგი გუბერნიის საგლეხო საქმეთა მეჩეველი იყო.

   1879 წლიდან სპირიდო მაჭავარიანი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი გახლდათ. მისი მეუღლე, აგრაფინა (გვიტია) აგიაშვილს სოფელ ჭორვილაში საშინაო სკოლა ჰქონდა გამართული და იმ პერიოდის განათლების საქმიანობაში აქტიურად იყო ჩაბმული. 

   1888 წელს სპირიდონი შორაპნის მაზრიდან მიწვეული იყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატივსაცემოდ გამართულ საღამოზე.

  სპირიდონ მაჭავარიანი გახლდათ "სულიკოს" მუსიკის ავტორის ვარინკა წერეთლის მამა.

   სპირიდონ მაჭავარიანი გარდაიცვალა 1892 წელს და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ცხრაწყაროში.

გენერალ–მაიორი, გუბერნიის საგლეხო საქმეთა მრჩეველი.

ვარინკა წერეთლის მამა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: