The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გრიგოლ მაჭარაშვილი

გრიგოლ მაჭარაშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:16 სექტემბერი, 1902
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

მაჭარაშვილი გრიგოლ სპირიდონის ძე (18, თბილისის გუბერნია, გორის მაზრა _ 16.09.1902) _ დეკანოზი. 1887 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1892 წლის 15 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1895 წლის 6 მაისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1896 წლის 17 ნოემბერს დეკანოზი გრიგოლი ფოთის ეპარქიალური სასწავლებლის თავჯდომარედ დაინიშნა. 1900 წლის აღდგომას ენქერი უბოძეს. 

გიორგი მაჩურიშვილი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი ფოთში (1886-1900)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ფოთი

გააზიარე: