შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ალექსანდრე თომას ძე მაჭარაძე![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე მაჭარაძე დაიბადა 1858 წელს. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მეტად მწირია. ალექსანდრე გახლდათ სახალხო მასწავლებელი. რვა წელი სოფელ მარტვილში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ ხონში კერძო სასწავლებელი დააფუძნა, რომელიც თანდათან პროგრამით შეავსო და ბოლოს ქალთა საპროფესიო სკოლად გადააკეთა. ხონშივე დააფუძნა სტამბა და სხვა კულტურულ საქმეებშიც მონაწილეობდა. სახალხო განათლების საქმეს 38 წელი თავგამოდებით ემსახურებოდა. ალექსანდრე მაჭარაძე გარდაიცვალა 1917 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |