შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიასოფრომ მგალობლიშვილი დაიბადა 1851 წელს სოფელ დირბში. 9 წლისა გორის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1862 წელს დაამთავრა და სწავლის გასაგრძელებლად თბილისის სასულიერო სემინარიაში გაემგზავრა. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც სემინარიაში ქართული ენა და ლიტერატურა ჯერ კიდევ არ ისწავლებოდა და ქართველი მოსწავლეები მშობლიურ ლიტერატურას მხოლოდ კლასგარეშე კითხვით ეცნობოდნენ. ამ საქმეში მათ დიდ დახმარებას უწევდნე პედაგოგები: თომა ტურიაშვილი, გიორგი იოსელიანი, ნიკოლოზ ცხვედაძე და სხვები. სემინარიაში სწავლის პერიოდში სოფრომ მგალობლიშვილმა მეგობრებთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის „შრომის“ გამოცემა დაიწყო. ამან დიდად შეუწყო ხელი ამ ახალგაზრდების სალიტერატურო და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას. 1873 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა თბილისის სემინარია დაასრულა და გორის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, სადაც 1893 წლამდე მოღვაწეობდა. ამ პერიოდში იგი ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება. 1893 წელს სოფრომ მგალობლიშვილი თავს ანებებს გორის სასულიერო სასწავლებელს და ქალაქ ფოთში გადადის, ხოლო 1897 წლიდან თბილისში მიემგზავრება და მთლიანად ლიტერატურულ მუშაობას ეძლევა. მწერლობა სოფრომ მგალობლიშვილმა 1872 წლიდან დაიწყო. მან ჟურნალ „მნათობში“ გამოაქვეყნა როსელის „სიკვდილით დასასჯელის უკანასკნელი დღეების“ თარგმანი. ამის შემდეგ იგი თანდათან დაუახლოვდა ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს და კორესპონდენციებისა და მოთხრობების ბეჭდვა დაიწყო. მის კალამს ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები: „ყაყიტას ქურდები“, „ჯორ-ზაქარა“, „წითელი სარჩული“, „ღამის მეხრე ცეცო“ და სხვ. სოფრომ მგალობლიშვილი გარდაიცვალა 1925 წელს თბილისში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |