The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კლასიონ ლევანის ძე მელაძე

Date of birth:1870
Date of death:4 January, 1918  (at 48 years)
Burial location:მათხოჯი, ეკლესიის ეზოში
Category:Peasant

Biography

დაიბადა სოფ. მათხოჯში(ხონის რაიონი). წერა–კითხვა სკოლაში არ უსწავლია, ასწავლა დედამ ნინომ. მუშაობდა ბათუმში როდშილდის ქარხანაში მუშად. ეწეოდა თვითგანათლებას, მოღვაწეობდა ჟურნალ "კვალში". დაუახლოვდა ეგნატე ნინოშვილის წრეს. 1892 წელს ზესტაფონში გაიმართა სოციალ–დემოკრატების ფარული შეკრება, სადაც მიიღო მონაწილეობა. 1905 წელს დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს. 1908 წლიდან სოხუმშია. 1918 წელს მოკლეს მძარცველებმა, როდესაც მან წინააღმდეგობა გაუწია. სოხუმიდან ჩამოასვენეს მათხოჯში და იქ დაკრძალეს. ყავდა მეუღლე ელისაბედ სამსონის ასული ბარაბაძე და 4 შვილი:კაპიტონი(ექიმი, აფხაზეთის დამსახურებული ექიმი), ლილი, ვერა და მარო–ყველა დამსახურებული მასწავლებლები. ლილის შვილია დოდონა და ბენიტო კიზირიები.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1913-)

Share: