Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ლევან ივანეს ძე მელიქიშვილი![]()
Biographyლევან მელიქიშვილი დაიბადა 1817 წლის 14 ოქტომბერს თბილისში, ივანე მელიქიშვილისა და მარტა მაგალოვას ოჯახში. 1833 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია. 1835 წელს სამსახური დაიწყო მთავარმმართველის კანცელარიაში. ლევან მელიქიშვილმა სამხედრო სამსახური 1836 წელს პრაპორშჩიკის ჩინით დაიწყო. 1837 წლიდან კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ ექსპედიციებში მონაწილეობდა, რომელიც ბარონ როზენის მეთაურობით ტარდებოდა. 1839 წელს გენერალ გოლოვინის მეთაურობით დაღესტნურ ნაწილში მსახურობდა და ამავე წელს მონაწილეობდა საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაში. 1841 წელს მონაწილეობდა შამილის წინააღმდეგ ბრძოლებში და დაჯილდოებული იყო წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენით. 1844 წელს გახლდათ ნახიჩევანის მაზრის უფროსი და მოადგილედ თან ჰყავდა წაყვანილი ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომელთანაც ბავშვობის მეგობრობა აკავშირებდა. ამავე წელს ცალკე ცხენოსან მილიციას მეთაურობდა. 1845 წელს იმერული მილიციის თბილისის ქვეითთა დრუჟინის მეთაურად დაინიშნა და მაიორის ჩინი მიიღო. 1846 წელს ახალწვეულ ცხენოსან-მუსლიმთა პოლკს ხელმძღვანელობდა და გაგზავნილი იყო ვარშავაში. 1847 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინი მიიღო. 1847-1848 წლებში I ქართულ ქვეითთა პოლკს მეთაურობდა და პოლკოვნიკის ჩინით დაჯილდოვდა. 1853 წელს დაღესტნის არმიაში მსახურობდა. 1854 წელს მისი სარდლობით აიღეს ღუნიბის ციხე და გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. 1854-1856 წლებში ზაქათალის ოლქს და ლეკების რაზმს ხელმძღვანელობდა. 1857 წელს განსაკუთრებული დავალებით გაგზავნილი იქნა სპარსეთის შაჰის კარზე. 1858 წელს ლეკთა არმიის მეთაურად დაინიშნა. 1859 წელს ირიცხებოდა გენერალ ბარიატინსკის არმიაში და მონაწილეობა მიიღო შამილის დატყვევებაში, რისთვისაც გენერალ-ლეიტენენტის ჩინი მიიღო და დაინიშნა კასპიისპირა მხარისა და დაღესტნის ოლქის დროებით მეთაურად. 1860 წელს დაინიშნა დაღესტნის ოლქის უფროსად და ოლქის ჯარების სარდლად. 1862 წელს გენერალ-ადიუტანტის ჩინი მიანიჭეს. 1863 წელს ზაქათალის ოლქში აჯანყება ჩაახშო და წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1869 წელს კავალერიის გენერლის ჩინით დაჯილდოვდა. 1874 წელს იმპერატორმა ალექსანდრე II მადლობა გადაუხადა რუსეთის არმიაში გაწეული სამსახურისთვის. 1877-1878 წლების რუსეთ-თუირქეთის ომის დროს მონაწილეობას იღებდა დაღესტნის ოლქის აჯანყების ჩახშობაში და პირადად მეთაურობდა სამხედრო ოპერაციებს. 1879 წლიდან ლევან მელიქიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი. 1880 კავკასიის არმიის ჯარების მთავარსარდლის, დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის მოადგილედ დაინიშნა და ამ თანამდებობას იგი სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა. 1882 წელს არჩეული იქნა სახელმწიფო საბჭოს წევრად და მიიღო თბილისში მუდმივი ცხოვრების უფლება. ლევან მელიქიშვილი გარდაიცვალა 1892 წლის 23 თებერვალს და დაკრძალულია თბილისში, წმინდა დავითის ეკლესიაში (მთაწმინდის პანთეონი). მისი დაკრძალვის ცერემონიას ესწრებოდა ილია ჭავჭავაძე და ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწეები. Member of Organizations
Awards and Honors
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |