Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
პეტრე ლევანის ძე მელიქიშვილი (თავადი)![]()
Biographyპეტრე მელიქიშვილი დაიბადა 1862 წლის 21 სექტემბერს ლევან მელიქიშვილისა და ალექსანდრა მამუკას (მაკარ) ასული ჯამბაკურ-ორბელიანის ოჯახში. პეტრე მელიქიშვილმა ჩააბარა კადეტთა კორპუსში, საიდანაც 1881 წელს სამხედრო სამსახურში იქნა მიღებული. 1883 წელს, სასწავლებლის დამთავრებისთანავე, პოდპორუჩიკის ჩინი მიენიჭა და კავკასიის I მსროლელთა ბატალიონში იქნა გაგზავნილი. 1884 წელს პორუჩიკის, ხოლო 1891 წელს წარჩინებული სამსახურისთვის შტაბს-კაპიტნის ჩინი მიიღო. 1892 წელს იასაულის ჩინი მიიღო და ნიკოლოზ სვიატოპოლსკ-მირსკის სადამსჯელო არმიის რაზმში განამწესეს. 1903 წელს პოლკოვნიკის ჩინი მიიღო. 1906 წელს საგანგებო დავალებათა ოფიცრად დაინიშნა ვარშავის გენერალ-გუბერნატორის შტაბში. 1904-1905 წლებში რუსეთ-იაპონიის ომში იღებდა მონაწილეობას. 1909 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა და განსაკუთრებულ დავალებათა გენერლად დაინიშნა ვარშავის გენერალ-გუბერნატორის შტაბში. 1918 წლის პირველ რიცხვებში მკვლელობის გამო დაიჭირეს, როგორც ეჭვმიტანილი, მაგრამ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მალევე გაათავისუფლეს. პეტრე მელიქიშვილი ამის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც 1931 წელს ნიცაში პაჟთა კორპუსს ჩაუდგა სათავეში. პეტრე მელიქიშვილი გარდაიცვალა 1934 წლის 11 ივლისს და დაკრძალულია ნიცაში კოკადის რუსულ მართლმადიდებლურ სასაფლაოზე. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |