The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი

სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1887
კატეგორია:გამომცემელი, მესტამბე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   პეტრე მელიქიშვილის ძმა. საზოგადო მოღვაწე, გაზეთ "დროების" პირველი გამომცემელი, სტამბის დამაარსებელი საქართველოში.

  1864 წელს პირველი ქართული კერძო სტამბა დააარსეს პეტრე მელიქიშვილის მამამ გრიგორმა, პეტრეს ძმამ სტეფანემ, ისტორიკოს-არქეოლოგმა დიმიტრი ბაქრაძემ, ნიკო ღოღობერიძემ და ვახტანგ თულაშვილმა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა. სტეფანე ვენაში გაიგზავნა შრიფტის ჩამოსასხმელად, ამიტომ მას "ვენის შრიფტი" დაერქვა. გაზეთ "დროებამ" გამოსვლა დაიწყო 1866 წელს. გამომცემელი იყო სტეფანე მელიქიშვილი, რედაქტორი - გიორგი წერეთელი, ხოლო შემდეგ - სერგი მესხი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1887)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, საკუთარი სტამბა

გააზიარე: