The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე (ალიოშა) პლატონის ძე მიქელაძე (თავადი)

ალექსანდრე (ალიოშა) პლატონის ძე მიქელაძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1867
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1928  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   ალექსანდრე მიქელაძე დაიბადა 1867 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისში. დაწყებითი განათლება  თბილისის კადეტთა კორლუსში მიიღო და სწავლა გააგრძელა ალექსანდროვის მე-3 სამხედრო სასწავლებელში.

  1895 წელს  ურალ-რიაზანის რკინიგზის ჟანდარმერიის ხელმძღვანელად მსახურობდა.

  1896 წელს როტმისტრის ხარისხი მიიღო.

  1897 წელს როსტოვ-ვლადიკავკაზის კასპიის რკინიგზის პოლიციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

  1904-1905 წლებში ალექსანდრე მიქელაძე პორტ-არტურში იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობდა და გახლდათ პორტ-არტურის სიმაგრის ჟანდარმერიის უფროსი.

  1904 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინი მიიღო, 1905 წელს კი პოლკოვნიკის.

  1907 წლიდან სარატოვის გუბერნიის ჟანდარმერიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და პარალელურად შუა აზიის რკინიგზას.

  1909 წელს ფინეთის ჟანდარმერიის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, ხოლო 1910  წლიდან ენისეის გუბერნიის რკინიგზის სამმართველოს.

   1912 წელს გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო.

   პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში რადომის გუბერნიის რკინიგზის სამმართველოს მეთაურობდა და 1914 წლის ბოლოს ივანგოროდის ციხე-სიმაგრის დაცვაში იღებდა მონაწილეობას.

   1915 წელს გენერალ- ლეიტენანტის ჩინი მიიღო და სამხედრო სამსახურს თავი მიანება. იგი გახლდათ ჟანდარმერიის გენერალი და სხვადასხვა დროს მსახურობდა შავი ზღვის 149-ე ქვეითთა პოლკში, ვარშავაში, ციმბირში, ფინეთში, კავკასიასა და უკრაინაში. მიღებული ჰქონდა უამრავი ჯილდო და მედალი.

   ალექსანდრე მიქელაძეს ჰყავდა მეუღლე - - ბარბარე (ვარია) ისიდორეს ასული გაბაშვილი-მიქელაძისა.

   ალექსანდრე მიქელაძე გარდაიცვალა 1928 წლის 20 იანვარს და დაკრძალულია ქუთაისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1913 - რომანოვების მეფობის 300 წლის აღსანიშნავი მედალი
  • 1909 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი ხმლით
  • 1905 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით
  • 1905 - წმინდა ანას III ხარისხი ორდენი ხმლითა და ბაბთით
  • 1905 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლით
  • 1905 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • ბუხარის ოქროს ვარსკვლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ჯვრის მედალი
    იაპონიასთან ომის აღსანიშნავი
  • სპარსეთის ლომის და მზის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • ალექსანდრე მესამის მეფობის აღსანიშნავი ვერცხლის მედალი

გააზიარე: