შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ლუკა გიორგის ძე ხარაძე (Статский советник)![]()
ბიოგრაფიალუკა ხარაძე დაიბადა 1866 წელს. 1889 წელს დაამთავრა ალექსანდრე სამასწავლებლო ინსტიტუტი თბილისში. მასწავლებლად მუშაობდა ვლადიკავკაზში, ელისავეტპოლის (განჯა) წმ. ნინოს სასწავლებელში. ლუკა ხარაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ განყოფილების ერთ-ერთი დამაარსებელი ქალაქ ელისავეტპოლში (განჯა) და გახლდათ ამ საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი. ამ ქალაქში, თავისი მოღვაწეობის პერიოდში, გახსნა ქართული სკოლა და დრამატული წრე. რევოლუციის შემდეგ ლუკა ხარაძე დაბრუნდა თბილისში და ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლად მუშაობდა წმ. ნინოს სასწავლებელში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა შრომის მე-8 სკოლად. პედაგოგად მუშაობდა სხვადასხვა ტექნიკუმებში, მასწავლებელთა გადასამზადებულ კურსებზე და სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1925 წელ დაიბეჭდა ლუკა ხარაძის წიგნი „ბიოლოგიური საუბრები“, ხოლო 1929 წელს, სამხედრო მეთაურთა სკოლის ქართული სექტორისთვის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სახელმძღვანელოები. ლუკა ხარაძე გარდაიცვალა 1937 წელს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |