შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი![]()
ბიოგრაფია1876 წლის 8 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს მიხეილ ვარდიევი, ხოლო საქმისმწარმოებლად მიხეილ ხელაშვილი. 1876 წლის 8 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა, რომლის საქმისმწარმოებელი იყო მიხეილ ხელაშვილი. 1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი (ხელაევი) იყო მღვდელი. 1886 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მიხეილ იოსების ძე ხელაშვილის სტატია ალავერდის სობოროს ხელნაწერი სახარების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ მეათე საუკუნით თარიღდებოდა. 1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ "ივერიის" ცნობით, მიხეილ ხელაშვილი გახლდათ ბლაღოჩინი. 1908 წელს მიხეილ ხელაშვილს მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. მიხეილ ხელაშვილი გარდაიცვალა 1910 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |