The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ ალექსის ძე ხელაშვილი

ვასილ ალექსის ძე ხელაშვილი
ოფიციალური სახელი:მოსე ალექსის ძე ხელაშვილი
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1937  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:მეწარმე, ქველმოქმედი

ბიოგრაფია

   ვასილ ხელაშვილი დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში

   ვასილი გახლდათ მეღვინე, მას ვენახები ჰქონდა კახეთში და საკუთარ ღვინოს აწარმოებდა.

   თბილისში, ყოფილი ნეკრასოვისა და საბჭოს ქუჩების კვეთაზე, ვასილსა და მის უმცროს ძმას გიორგის ღვინის სარდაფი ჰქონდათ, რომელიც ქოსების სარდაფადაა ცნობილი და სადაც საკუთარ ღვინოს ჰყიდდნენ. აქ იკრიფებოდნენ მაშინდელი ცნობილი მოღვაწენი: ვაჟა, ფიროსმანი, გიგო მაზიაშვილი, შიო მღვიმელი, ვალერიან გუნია, იროდიონ ევდოშვილი, ბაჩანა, თედო რაზიკაშვილი, ილია აგლაძე, სოსო ჯუღაშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვები.

   ვასილ ხელაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ჯერ თელავის, ხოლო შემდეგ სიღნაღის რაიონული განყოფილების წევრი.

   ვასილ ხელაშვილი მდიდარი მეწარმე იყო და ქველმოქმედებასაც ეწეოდა. მას  ბევრი ახალგაზრდის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

   ვასილ ხელაშვილი გარდაიცვალა 1937 წელს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1912-)

გააზიარე: