The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი

დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:4 თებერვალი, 1921  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:ადვოკატი, თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

   დავით ხელთუფლიშვილი დაიბადა 1862 წლის 15 იანვარს ქუთაისში, აზნაურ ბესარიონ ხელთუფლიშვილისა და ფეოდოსია ლორთქიფანიძის ოჯახში.

   ხელთუფლიშვილმა უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო.  როგორც იურისტი, ითვლებოდა სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად კავკასიაში. წლების განმავლობაში ქუთაისის ნაფიც ვექილთა კორპორაციის წევრი გახლდათ და 1919 წელს, რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

   1902 წლიდან დავით ხელთუფლიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და ასევე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი.

     დავით ხელთუფლიშვილი 1921 წლის 4 თებერვალს ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საბჭოთა ოკუპაციამდე რამდენიმე კვირით ადრე და დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

    დავით ხელთუფლიშვილი გახლდათ ნიკო ნიკოლაძის დეიდაშვილი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს უზენაეს სასამართლო, თავმჯდომარე (1919-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქუთაისის ნაფიც ვექილთა კორპორაცია, წევრი

გააზიარე: