The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილი

ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი
სხვა სახელი:ურბნელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1851
გარდაცვ. თარიღი:28 დეკემბერი, 1906  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:ეთნოლოგი, ისტორიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

      ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი (ურბნელი ნიკო) დაიბადა 1851 წელს გორის მაზრის სოფელ მაღლაქდოვლეთში.
     1870 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1876 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა გამომძიებლად ზანგეზურში, ცხინვალში, სურამში, თიანეთში, მომრიგებელი მოსამართლის მოადგილედ თბილისში. თანამშრომლობდა "დროებაში", "ივერიაში", "იმედში", "მოამბეში". ხიზანაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი დარგი ქართული სამართლის ისტორია იყო. ამ დარგის სპეციალური კვლევა-ძიება პირველად ხიზანაშვილმა დაიწყო. ძველი ქართული სამართლის უმნიშვნელოვანესი საკითხებისადმი მიძღვნილ მონოგრაფიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი 2 ნაშრომი: "ათაბაგნი ბექა და აღბუღა და მათი სამართალი" და "ძეგლისდება მეფე გიორგი ბრწყინვალესი". ხიზანაშვილმა საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ჩვეულებითი სამართალი და ოსტატურად გამოიყენა იგი საკანონმდებლ ძეგლებით გათვალისწინებული ინსტიტუტების ისტორიის გამოსაკვლევად. ხიზანაშვილის იურიდიულ ნაშრომებს ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს ქართული სამართლის ისტორიის მეცნიერებისათვის.
     ხიზანაშვილისთვის, როგორ ისტორიის მკვლევრისათვის, დამახასიათებელია ისტორიული წყაროებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. მონოგრაფიაში "მეფე დავით აღმაშენებელი და მისი დრო" (ტფ. 1894 წ.)  დაწვრილებითაა განხილული დავით აღმაშენებლის ეპოქა, მეცნიერულადაა დასაბუთებული მისი დამსახურება და  გატარებულ რეფორმათა დადებითი შედეგები. ნაშრომში "გიორგი ბრწყინვალე, მეფე საქართველოსი" (ტფ. 1890 წ.) მან პირველმა შეაფასა სწორად მონღოლთა ბატონობის უარყოფითი შედეგი დაპყრობილი ხალხების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განვითარებაზე. დამაჯერებლად ახსნა ომებში მონღოლთა წარმატების საიდუმლო და სწორად შეაფასა მეფე გიორგის პოლიტიკური ალღო და მისი დიპლომატიური ურთიერთობა მონღოლებთან. ხიზანაშვილმა დიდი ყურადღება მიაქცია ეთნოგრაფიის სინამდვილის შესწავლას. აღწერა ხევისბერობა, დასტური, შულტა, თემობა, ქადაგი, მესულთანი, ბოსლობა, ოჯახობა, ქორწილი, მეშაბათეები, დაკრძალვა, სიცოცხლით დამარხვა, სულის ცხენი, ჭირის წყენა, წილბერკვა, პირის ჭერა, ყაბახი, დოღიდა სხვა.
    ნიკოლოზ ხიზანაშვილს ეკუთვნის მრავალმხრივ საინტერესო პუბლიცისტური წერილები: "ჩვენი ცხოვრების ევოლუცია", "გუჯრები ა. ხახანაშვილისა", "ეხლანდელი სამწერლო ენა", "კრწანისის ბრძოლა", "ლიტერატურული მიმოხილვა", "ქართული ენის შემოღების გამო", "ეკონომიკა თუ აგრონომია", "საფუძვლები სახალხო განათლებისა", "ძველი და ახალი თაობა" და სხვა.

     ნიკოლოზ ხიზანიშვილი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი 1884 წლიდან და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში. საზოგადოების წევრობაზე წარადგინა და რეკომენდაცია გაუწიეს ალექსანდრე ყაზბეგმა და გრიგოლ ყიფშიძემ.

     ნიკოლოზ ხიზანიშვილი გარდაიცვალა 1906 წლის 28 დეკემბერს და დაკრძალულია დიდუბის წერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი თიანეთში (1891-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1884-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:გორის მაზრა, ქალაქი ცხინვალი

გააზიარე: