შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი![]()
ბიოგრაფიაიასონ ხიმშიაშვილი დაიბადა 1869 წელს ქალაქ გორში, აზნაურ ლუკა ხიმშიაშვილის ოჯახში. საშუალო განათლება გორის გიმნაზიაში მიიღო და ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა ვლადიკავკაზის პედაგოგიურ სასწავლებელში, სადაც ცოლად შეირთო მარია ანტონის ასული გოლუბევა, რომელიც ამავე სასწავლებელში სწავლობდა. იასონ ხიმშიაშვილი სწავლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ცხინვალში და 1896 წელს დააარსა ცხინვალის პირველი ქართული 4 წლიანი სკოლა, სადაც თავად იყო დირექტორიც და პედაგოგიც. ამავე სკოლაში მოღვაწეობდა მისი მეუღლეც. 1904 წელს იასონ ხიმშიაშვილმა ცხინვალში, საკუთარი ხარჯებით ინფექციური საავადმყოფო გახსნა. 1909 წლიდან იასონ ხიმშიაშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრი, ხოლო 1914 წლიდან ამავე განყოფილების ხაზინადარი და თავმჯდომარე. თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა წამოაყენა გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილმა. იასონ ხიმშიაშვილი გარდაიცვალა 1932 წელს და დაკრძალულია ქალაქ ცხინვალში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |