The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი (თავადი)

ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1861
გარდაცვ. თარიღი:1909  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბულაჩაური
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ნიკოლოზ ხიმშიაშვილი დაიბადა 1861 წელს სოფელ ბულაჩაურში. იგი გახლდათ პოეტ რაფიელ ერისთავის სიძე და საქართველოს ეროვნული გმირის პოლკოვნიკ გიორგი ხიმშიაშვილის მამა, რომელიც 1923 წლის 20 მაისს კომუნისტებმა დახვრიტეს.

   ნიკოლოზ ხიმშიაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი 1904 წლიდან. მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან.

  1909 წელს ნიკოლოზ ხიმშიაშვილი მოკლეს და მისი მკვლელები იყვნენ: ილია იმერლიშვილი, გიგლა ბერბიჭაშვილი და ლადო ფეიქრიშვილი. გამოძიების დასკვნით მკვლელობის მოტივი იყო  „ნი- კოლოზ ხიმშიაშვილის  ქმედითი მონაწილეობა თავად ილია ჭავჭავაძის მკვლელე-ბის ძებნაში“.

   ნიკოლოზ ხიმშიაშვილი დაკრძალულია სოფელ ბულაჩაურში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    ბულაჩაური

გააზიარე: