The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოანე იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი (დეკანოზი)

იოანე იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1850
გარდაცვ. თარიღი:9 მაისი, 1915  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   იოანე მრევლიშვილი დაიბადა 1850 წლის 2 იანვარს თელავის მაზრის სოფელ იყალთოში დეკანოზის ოჯახში.

   1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და 1874 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ახაშენის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დანიშნა.

   1877 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1882 და  1883 წელს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა.

   1887 წელს სკუფია უბოძეს.

   1888 წელს იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაადგინეს.

   1897 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1899 წელს თელავის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.

   1901 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1909 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

   1912 წლიდან მღვდელი იოანე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების ნამდვირი წევრი გახლდათ.

   1914 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ერთი წლის შემდეგ, 1915 წელს იყალთოს ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   დეკანოზი იოანე 1915 წლის 9 მაისს გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, აზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1912-1915)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1909 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1901 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1883 - რუსეთის წმ. სინოდის მადლობის ფურცელი
  • 1882 - რუსეთის წმ. სინოდის მადლობის ფურცელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: