Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იოანე იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი (დეკანოზი)![]()
Biographyიოანე მრევლიშვილი დაიბადა 1850 წლის 2 იანვარს თელავის მაზრის სოფელ იყალთოში დეკანოზის ოჯახში. 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და 1874 წელს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ახაშენის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დანიშნა. 1877 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1882 და 1883 წელს რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1887 წელს სკუფია უბოძეს. 1888 წელს იყალთოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში დაადგინეს. 1897 წელს კამილავკა ეწყალობა. 1899 წელს თელავის მაზრის I ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. 1901 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1909 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1912 წლიდან მღვდელი იოანე "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების ნამდვირი წევრი გახლდათ. 1914 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა და ერთი წლის შემდეგ, 1915 წელს იყალთოს ფერისცვალების სახელობის ტაძარში დაინიშნა. დეკანოზი იოანე 1915 წლის 9 მაისს გარდაიცვალა. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |