Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იაკობ ლევანის ძე მუსხელიშვილი![]()
Biographyიაკობ მუსხელიშვილი დაიბადა 1865 წლის 9 სექტემბერს. საერთო განათლება თბილისის კადეტთა კორპუსში მიიღო. ამის შემდეგ მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა დაამთავრა. იაკობ მუსხელიშვილი 1884 წლიდან მსახურობდა ჯარში, ყარს-ალექსანდროპოლის საციხოვნო არტილერიაში და მეთაურობდა საციხოვნო არტილერიის ასეულს. 1893 წლიდან იაქკობ მუსხელიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. 1904-1905 წლებში რუსეთ- იაპონიის ომში იღებდა მონაწილეობას. 1913 წელს ყარსის ციხე-სიმაგრის არტილერიის I-III ბატარეების უფროსი იყო. 1914-1918 წლებში, იაკობ მუსხელიშვილი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1915-1916 წლებში მძიმე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს მეთაურობდა. 1916-1918 წლებში დვინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში იმყოფებოდა. 1918 წლიდან იგი გახლდათ ბათუმის ციხის არტილერიის უფროსი და მიხეილის საციხოვნო არტილერიის მეთაური. იმავე წლის თებერვალში წარმატებით განაიარაღა შავის ზღვის ფლოტის მეამბოხე ნაწილი, რისთვისაც გენერლის წოდება მიიღო. 1918 -1921 წლებში ქართულ ჯარში მსახურობდა. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, ემიგრაციაში არწასულა, სამხედრო სამსახურიდან გადადგა და სამშობლოში დარჩა. იაკობ მუსხელიშვილი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ არაერთხელ იყო დაპატიმრებული და აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება. ბოლო დაპატიმრების დროს, ციხიდან გაათავისუფლეს მძიმე ავადმყოფობის გამო. გენერალი იაკობ მუსხელიშვილი გარდაიცვალა 1936 წლის 21 იანვარს. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |