|
|
ბეგლარ სიმონის ძე მუშკუდიანი
| Date of birth: | 10 December, 1872 |
| Date of death: | 23 July, 1969 (at 96 years) |
| Burial location: | ქალაქი ბათუმი |
| Category: | Public official, Public Figure |
Biography
ბეგლარ მუშკუდიანი დაიბადა 1872 წელს ლეჩხუმში.
უმაღლესი განათლება ევროპაში მიიღო. მოღვაწეობდა კავშირგაბმულობის სისტემაში და ეკავა მაღალი თანამდებობა.
1913 წლიდან ბეგლარ მუშკუდიანი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბათუმის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. საბჭოთა მმართველობის პერიოდში დაჯილდოებული იყო სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი ლენინის ორდენით. ბეგლარ მუშკუდიანს ჰყავდა მეუღლე სოფიო სანიკიძე და შვილები: თამარი, თინათინი და ლუარსაბ (ლურა), რომელიც სამამულო ომის პერიოდში ამიერკავკასიის მთავარი ქირურგი იყო. ბეგლარ მუშკუდიანი გარდაიცვალა 1969 წლის 23 ივლისს და დაკრძალულია ბათუმში.
Member of Organizations
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1913-)
Awards and Honors
Contacts Information
|