The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლეონტი ალექსის ძე მცხვეთაძე (დეკანოზი)

ლეონტი ალექსის ძე მცხვეთაძე
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 1946  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

   ლეონტი მცხვეთაძე დაიბადა 1873 წელს გორის მაზრაში  მღვდლის ოჯახში.

   1890 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1896 წელს დაამთავრა.

   1897 წელს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა და თბილისის აისორების წმინდა თომა მოციქულის ტაძარში მედავითნის შტატში განამწესა. პარალელურად თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალევე სასწავლებელში მუშაობას თავი დაანება.

  1898 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში, სოფელ წაღვლის წმინდა გიორგის ტაძარში დაინიშნა.

  1900 წელს გორიჯვრის სამრევლოში გადაიყვანეს და ამავე წელს გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   მე-20 საუკუნის 10-იან წლებში გორის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

   1901 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.

   1903 წელს სკუფია უბოძეს.

   1907 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1910 წლიდან მამა ლეონტი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გორის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1912 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1916 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ახლად შექმნილი ურბნისის ეპარქიის საეკლესიო სასამართლოს კოლეგიის წევრი იყო, ხოლო 1919 წელს ურბნისის ეპარქიის მდივნად დაინიშნა.

   1920 წელს მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე-2 საეკლესიო კრებაზე.

   1921 წელს, თებერვლიდან კომუნისტების შემოსვლის შემდეგ, როცა სამღვდელოების მასიური დევნა დაიწყო, ყოველმხრივ შევიწროებული მამა ლეონტი იძულებული გახდა გორი დაეტოვებინა და თავშესაფარი თბილისში ეძებნა.

   1923 წელს საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველმა, ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მესამე მღვდლად განამწესა.

   1945 წელს თბილისის მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძარში მეორე მღვდლად გადაიყვანეს.

   დეკანოზი ლეონტი გარდაიცვალა 1946 წლის 12 ოქტომბერს. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1910-1915)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1912 - სამკერდე ოქროს ჯვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: