The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ მიხეილის ძე მჭედლიძე (წმ. ახალმოწამე)

სიმონ მიხეილის ძე მჭედლიძე
Date of birth:1886
Date of death:1 September, 1924  (at 38 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Publisher, Educator, Religious leader

Biography

    სიმონ მჭედლიძე 1886 წელს დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ სვირში.

    თბილისის სასულიერო სემინარიის კურსის დასრულების შემდეგ სწავლა სტავროპოლის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა, რომლის დამთავრების შემდეგ ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში ასწავლიდა.

     1891 წელს სიმონი გადავიდა ქუთაისში, სადაც კერძო პანსიონი, პროგიმნაზია გახსნა. 1894 წლის 7 მაისს ხელდასხმულ იქნა დიაკვნად და იმავე წლის 23 მაისს მღვდლად აკურთხეს.

     1901 წელს სიმონ მჭედლიძე იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად დაინიშნა, ხოლო 1902 წლიდან სვირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარია და პარალელურად იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლების ადგილობრივი პედაგოგების კურსების სანიმუშო სკოლის ხელმძღვანელი.

     1905 წლიდან სიმონ მჭედლიძე იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრია და დაინიშნა იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. ამავე  პერიოდში იყო საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარე და რედაქტორ-გამომცემელი ყოველკვირეული გაზეთისა "შინაური საქმეები" (1908-1916წწ.).

      1913–1915 წლებში სიმონ მჭედლიძემ დააარსა და თავად იყო რედაქტორი ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებული "განთიადი". თავის თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სტამბა "იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა", რომლის მიზანი იყო სასულიერო წიგნების გამოცემა.

      1918 წელს სიმონ მჭედლიძემ დააარსა საშუალო სკოლა სოფელ ლაშეში და გარკვეული პერიოდი იყო ამ სკოლის გამგეც. 

      1924 წლის რეპრესიების დროს სიმონ მჭედლიძე, მიტროპოლიტ ნაზარისთან (ლეჟავა) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად (დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე), ამავე წლის 1 სექტემბერს, ქუთაისის ახლოს, ბოლშევიკებმა საფიჩხიას ტყეში დახვრიტეს.

     1995 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე მასთან ერთად წამებულ სამღვდელო კრებულთან ერთად, წმინდა მოწამედ იქნა შერაცხილი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Share: