The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი

Date of birth:1879
Date of death:1921  (at 42 years)
Category:Medical Doctor

Biography

    დაიბადა ქ. გორში. მოსკოვისა და კიევის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1908 წელს). ფსიქიატრი. საქართველოს ბუნებისმეტყველთა და ექიმთა საზოგადოების მდივანი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კიევის უნივერსიტეტის ფსიქონევროლოგიურ კლინიკაში ორდინატორად, თბილისის ჰოსპიტალში, მიხეილის საავადმყოფოში - ფსიქიატრიული განყოფილების გამგედ. 1918 წელს მიხეილის საავადმყოფოში გახსნა ნევროპათოლოგიური განყოფილება 25 საწოლზე. ჰქონდა შრომები თავის ტვინის სიმსივნეების შესახებ.

Member of Organizations

  • საქართველოს ბუნებისმეტყველთა და ექიმთა საზოგადოება, საზოგადოების მდივანი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1914-)

Share: