The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მუხრან მაქსიმეს ძე ხოჭოლავა

მუხრან მაქსიმეს ძე ხოჭოლავა
ოფიციალური სახელი:იონა მაქსიმეს ძე ხოჭოლავა
სხვა სახელი:მუხრან ოდიშელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1881
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1922  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პოლიტიკოსი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

     მუხრან ხოჭოლავა დაიბადა 1881 წლის 22 სექტემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ოდიშში. პირველდაწყებით განათლება სოფლის სკოლაში მიიღო და სწავლა გააგრძელა თბილისის საოსტატო ინსტიტუტში. უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა და ჩააბარა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში. გახლდათ  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.

    1910-იან წლებში პოლიტიკური საბაბით გადასახლებული იყო კავკასიიდან.

    მუხრან ხოჭოლავა 1919 წლის 12 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოსსოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა საკონსტიტუციო, სამხედრო, გზათა და სახალხო განათლების კომისიებში. 1920 წლისათვის იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიურ წარმომადგენლად ბათუმში მუშაობდა დიდი ბრიტანთის საოკუპაციო ძალების სარდლობასთან.

    1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა წევრებთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“, რომელიც  პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო აკრიტიკებდა. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციების კონფერენციაზე „სხივის“ ჯგუფს უმრავლესობამ პარტიული დისციპლინის დაცვა და გაზეთ „ახალი სხივის“ ფურცლებზე საკუთარი პარტიის ღია კრიტიკის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაირიცხებოდნენ პარტიიდან. პასუხად „სხიველთა“ ჯგუფმა დამფუძნებელი კრების სხდომაზე საჯაროდ განაცხადა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვებისა და დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია „სხივის“ შექმნის შესახებ, რომელმაც დამფუძნებელ კრებაში ცალკე ოპოზიციური ფრაქცია შეადგინა.

     საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ „სხიველები“ საქართველოში დარჩნენ და საკუთარი გაზეთის „ახალი სხივის“ გამოცემას აგრძელებდნენ, რომელიც 1921 წლის ივნისში ბოლშევიკურმა რეჟიმმა დახურა „სხიველთა“ ჯგუფის ლიდერები მცირე ხნით დააპატიმრა.

    1921 წლის ბოლოდან მუხრან ხოჭოლავა „სხივის“ წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობდა ბოლშევიკურ რეჟიმთან საბრძოლველად საერთო ფრონტის შექმნის მიზნით პარტიათაშორის მოლაპარაკებებში. 1922 წლის მაისიდან იყო „სხივის“ წარმომადგენელი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში“.

     მუხრან ხოჭოლავა გარდაიცვალა 1922 წლის 13 დეკემბერს. დაკრძალვის ადგილი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია "სხივი", ერთ-ერთი დამფუძნებელი (1921-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1907-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

გააზიარე: