The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე

თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1860
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1924  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

   თეოფილე ხუსკივაძე დაიბადა 1860 წლის 1 იანვარს სოფელ კვალითში (შორაპნის მაზრა). 8 წლის თეოფილე მშობლებმა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ იგი გორის საოსტატო სემინარიაში ჩაირიცხა.

   1881 წელს გორის სემინარიის დამთავრების შემდეგ მან ხელი მიჰყო პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამ ხნის განმავლობაში ზესტაფონში არ ყოფილა არცერთი კულტურული წამოწყება, რომლის ერთ–ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი თეოფილე ხუსკივაძე არ ყოფილიყო. იგი ავრცელებდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებს, გახსნა წიგნის მაღაზია–სამკითხველო და იყო სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების სულისჩამდგმელი.

   1894 წელს თეოფილე ინიშნება ქუთაისის საოლქო სასამართლოს მდივნად, მუშაობდა მარტვილის მომრიგებელ მოსამართლედ, ნოტარიუსად ოჩამჩირეში და ა.შ.

   მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია მისი ოჩამჩირეში მოღვაწეობის პერიოდი. მართალია, აქ იგი ნოტარიუსად მუშაობდა, მაგრამ ერთი წუთითაც არ ივიწყებდა ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას. მისი ინიციატივით გაიხსნა საურთიერთო ნდობის ბანკი, მაგრამ ყველაზე საყურადღებო, რაც თეოფილე ხუსკივაძემ ოჩამჩირეში გააკეთა, იყო 1912 წელს "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" განყოფილების გახსნა. იგი იყო აღნიშნული განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე. განყოფილებას ჰქონდა წიგნსაცავი–სამკითხველო და ქართული პირველდაწყებითი სკოლა, სადაც თავად კითხულობდა ლექცია–მოხსენებებს ხალხის გათვითცნობიერებისათვის.

   თეოფილე ხუსკივაძის სამწერლო შემოქმედება მრავალფეროვანია. იგი წერდა ისტორიულ მოთხრობებს, აკეთებდა ისტორიულ–არქეოგრაფიულ აღწერილობებს და აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთების რედაქციებთან. ჯერ კიდევ 1876 წელს, 16 წლის ახალგაზრდამ "დროებაში" გამოაქვეყნა წერილი – "შვილის აღზრდა". შემდეგში იგი წერდა "თ.კვალითელის", "თარხანის" და "გლეხის შვილის" ფსევდონიმებით.

   თეოფილე ხუსკივაძის დაბეჭდილი შრომებიდან აღსანიშნავია ისტორიული მოთხრობები: "კონსტანტინე ბატონიშვილი", "ალექსანდრე ბატონიშვილი", "გურიის მთავარი მამია", "ლევან ბატონიშვილი", "ხასანბეგ თავდგირიძე", "არქეოლოგიურ–ისტორიული და არქეოლოგიური აღწერა ყვირილის ხეობისა", "ქუთაისიდან ოჩამჩირემდე". მოგონება–წერილები: "ეკატერინე გაბაშვილი", "ეგ. ნინოშვილი", "ქუთაისის ქართული თეატრის წარსულიდან". ორიგინალური საბავშვო მოთხრობები: "ორი პატარა იმერლის მოგზაურობა", "პატარა დიაკონი", "პატარა მეგობრები" და სხვა.

   თეოფილე ხუსკივაძე გარდაიცვალა 1924 წლის 20 იანვარს და დაკრძალულია ქუთაისში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილის წევრი (1893-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1912-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: