The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე

მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე
დაბადების თარიღი:1822
გარდაცვ. თარიღი:1889  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   მიხეილ ჯომარჯიძე დაიბადა 1822 წელს.

   1840 წელს სამხედრო სამსახური, პრაპორშჩიკის ჩინით,  დაიწყო ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში.

   1853-1856 წლებში მონაწილეობდა მიიღო ყირიმის ომში.

   1853-1857 წლებში ჭარ-ბელაქნის სამხარეო ოლქის უფროსის მოადგილე იყო.

   1857-1860 წლებში პერეიასლავლის დრაგუნთა პოლკის ერთ-ერთი ათასეულის მეთაურად მსახურობდა.

   1860-1863 წლებში გახლდათ ამავე პოლკის მეთაური, ხოლო 1863-1868 წლებში  სამხრეთ დაღესტნისა და დერბენდის სამხარეო ოლქის უფროსი და დერბენდის ქალაქის თავი.

   1868-1874 წლებში ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახურიდან გადადგა.

   1874-1876 წლებში კავკასიის ადგილობრივი ჯარების უფროსი იყო.

   1876 წელს რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ჩინი მიიღო.

   1876-1886 წლებში კავკასიის არმიის მე-2 კორპუსს მეთაურობდა.

   1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში იღებდა მონაწილეობას.

   1879 წლიდან მიხეილ ჯომარჯიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების საქმიანობაში.

   1886 წლიდან გარდაცვალებამდე გახლდათ სამხედრო საბჭოს წევრი.

   მიხეილ ჯომარჯიძე გარდაიცვალა 1889 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი

გააზიარე: