შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე (თავადი)![]()
ბიოგრაფიადიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე 1866-1867 წლებში სოხუმის სამხედრო განყოფილებაში (აფხაზეთში) ბიჭვინთის ოკრუგის უფროსად მსახურობდა. 1867 წელს მან მთავრობას წარუდგინა მისი ძალისხმევით მონათლული 2867 აფხაზის სია და ამით ის ადამიანები თურქეთში გადასახლებას გადაარჩინა. პოლკოვნიკ დიმიტრი ჭავჭავაძის ფოტოზე, რომელიც დაცულია ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტომატიანე „ივერიელში“, ვერსოზე არის წარწერა: „მან სიკვდილის შემდეგ დატოვა 400 000 მანეთი, რომ უმაღლეს სასწავლებლებში დაზრდილიყვნენ მისი გვარის შვილები. მსახიობი თამარ ირაკლის ასული ჭავჭავაძე და მისი დები ამ სტიპენდიით გაიზარდნენ. აგრეთვე სამი სოფლის - წინანდლის, მუკუზანის ურიათუბნიდან (ახლანდელი ვაზისუბანი) თითო გლეხკაცის შვილი გაზრდილიყო უმაღლეს სასწავლებელში.“ ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |