შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე (თავადი)![]()
ბიოგრაფიამაქსიმილიან ჭავჭავაძე დაიბადა 1876 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილის - მარიამისა და გენერალ-ადიუტანტის ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძის ოჯახში. იგი გახლდათ თელავის მაზრის თავადაზნაურთა მარშალი და თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოს წევრი თელავის მაზრიდან. მაქსიმილიანმა წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და არისტოკრატული გვარის წარმომადგენელზე - ევგენია (ჟენია) შაბლიკინაზე დაქორწინდა. მაქსი იმდროინდელ საქართველოში განათლებით, კულტურითა და ჩამომავლობით აშკარად გამოირჩეოდა. იგი გლეხთა და გაჭირვებულთა შემწე და თანადგომი იყო. მაქსის მეუღლე ევგენია შაბლიკინა წმინდა ნინოს სახელობის თელავის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე იყო. მაქსიმილიანსა და მის მეუღლეს შვილი არ ჰყოლიათ და გლეხის შვილებს ეხმარებოდნენ და პატრონობდნენ... ტანსაცმელს ჩუქნიდნენ, სახლში მიჰყავდათ და იქ წერა-კითხვას ასწავლიდნენ. მათ ოჯახში მუდამ სტუმრიანობა იყო. 1911 წელს აკაკიმ კახეთში იმოგზაურა. წინანდალში მისი მასპინძელი მაქსი ჭავჭავაძე იყო. მასპინძელმა ბაღში ვეებერთელა კაკლის ჩრდილქვეშ გაშალა სუფრა, სადაც ცნობისმოყვარე გლეხებიც იყვნენ შეკრებილნი. შებინდებულზე აკაკიმ წინანდელი დატოვა და სოფლის ბოლომდე ეტლს გლეხობა მაყრულის შემოძახილით მიაცილებდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მაქსიმილიანს ადგილ-მამულები და სახლ-კარი ჩამოართვეს, ესეც არ იკმარეს და ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოც გაანადგურეს. მაქსი იყო უკანასკნელი ჭავჭავაძე, რომელიც წინანდელში ცხოვრობდა. მისი სახლი სოფლის საბჭომ სკოლას გადასცა. ის ერთხანს მის საკუთრებაში არსებულ სხვა სახლში ცხოვრობდა, ხოლო შემდეგ იძულებელი გახადეს წინანდალი დაეტოვებინა თბილისში გადასახლებულიყო. 1933 წელს მაქსიმილიან ჭავჭავაძე უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |