The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე (თავადი)

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1830
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1903  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ყვარელი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის გალავანში
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ნიკოლოზ ჭავჭავაძე დაიბადა 1830 წელს თავად დიმიტრი ივანეს ძე ჭავჭავაძისა და კნეინა ანასტასია ნიკოლოზის ასული ჩოლოყაშვილის ოჯახში. მას მიღებული ჰქონდა იურისტის პროსესიული განათლება და  მუშაობდა მაზრის მოსამართლედ. 1865-1867 წლებში გახლდათ თბილისის ვიცე გუბერნატორი.

   1866 წელს შემუშავდა თბილისის საზოგადო სამმართველოს წესდება, რომლის სისრულეში მოსაყვანად განსაკუთრებული კომისია დაარსდა და რომლის წევრიც გახლდათ ნიკოლოზ ჭავჭავაძე.

   1867 წელს ნიკოლოზი თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 1878 წელს თბილისის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარედ და იყო ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი - Действительный статский советник.

   1879 წლიდან ნიკოლოზ ჭავჭავაძე იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი და აქტიურად ეხმარებოდა საზოგადოებას ყველანაირ წამოწყებაში.

   1890-იან წლებიდან ნიკოლოზ ჭავჭავაძემ სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება და, როგორც კერძო პირმა, კახეთის რკინიგზის მშენებლობის უფლება მოიპოვა. ამ საქმის მოსაგვარებლად იგი 1899 წელს პეტერბურგშიც ჩასულა, მაგრამ საქმე გაჭიანურებულა და  განზრახვის პრაქტიკული განხორციელება არ დასცალდა.

    ნიკოლოზ ჭავჭავაძის მეუღლე გახლდათ ქეთევან ესტატეს ასული ერისთავი და მათ ჰყავდათ ხუთი შვილი: დიმიტრი, ალექსანდრე, ეკატერინე, მარიამი და ელენე.

    ნიკოლოზ ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1903 წლის 17 მარტს და დაკრძალულია ყვარელში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის გალავანში. 

ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, თბილისის ვიცე-გუბერნატორი, სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ჭავჭავაძის ქუჩა, საკუთარი სახლი

გააზიარე: